თავში

"მიდსომარის" გაფართოებულ ვერსიას მარტინ სკორსეზეს წინასიტყვაობა დაურთეს - PHOTO - VIDEO

"მიდსომარის" გაფართოებულ ვერსიას მარტინ სკორსეზეს წინასიტყვაობა
მიდსომარის გაფართოებულ ვერსიას მარტინ სკორსეზეს წინასიტყვაობა დაურთეს - PHOTO - VIDEO

სტუდიამ A24 არი ასტერის საშინელებათა ფილმის, "მიდსომარის" სპეციალური გამოშვება წარადგინა. აქ ფილმის სარეჟისორო, 171-წუთიანი ვერსია, წიგნი, რომლის ილუსტრატორი მხატვარი რაგნარ პერსონია და მარტინ სკორსეზეს წინასიტყვაობა შევიდა.

"რამდენიმე წლის წინ მე ვნახე ფილმი "რეინკარნაცია" რეჟისორისგან, სახელად არი ასტერი. თავიდანვე ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი", - წერს სკორსეზე.

"მიდსომარის" სპეციალური, გაფართოებული ვერსიის გაყიდვები 20 ივლისს დაიწყება.

"მიდსომარი" დრამატული ჰორორია ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც მეგობრებთან ერთად შვედეთში გამგზავრებას გადაწყვეტენ. ისინი დასვენებას და იზოლირებულ სოფელში მცხოვრები მათი ძველი მეგობრის მონახულებას აპირებენ. აქ ლეგენდარული “მიდსომარის” ფესტივალი უნდა გაიმართოს – ზაფხულის ბუნიობასთან დაკავშირებული უჩვეულო ტრადიცია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაობლებულ ახალგაზრდა მთავარ გმირში შფოთვის და შიშის გრძნობას გამოიწვევს, რადგან მალე ცხადი გახდება, რომ ფესტივალი სინამდვილეში ადგილობრივი წარმართული ოკულტიზმის თავშესაფარია, რომელსაც უღმერთო კულტი სწრაფადვე სულ უფრო სასტიკ და სისხლიან რიტუალად გადააქცევს. ხოლო ახალგაზრდა გმირებს სიცოცხლისთვის ჯოჯოხეთური ბრძოლა მოუწევთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system