თავში

მიგრანტი ბიჭის განწირული მცდელობა ესპანეთის საზღვარზე მოსახვედრად - VIDEO

მიგრანტი ბიჭის განწირული მცდ
მიგრანტი ბიჭის განწირული მცდელობა ესპანეთის საზღვარზე მოსახვედრად - VIDEO

ახალგაზრდა მიგრანტმა ესპანეთის ქალაქ სეუტამდე მიცურა, რომელსაც პლასტმასის ბოთლები ჰქონდა შემოხვეული, იმისთვის, რომ წყალზე ეტივტივა. ვიდეოს სოციალურ ქსელში Indepedent აქვეყნებს.

მოროკოელი ბიჭი ქვეყნის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე დააფიქსირეს, სადაც ესპანური ანკლავი სეუტა მდებარეობს. 

მას შემდეგ, რაც მან მოროკოსა და ესპანეთის საზღვაო საზღვარი გადალახა, მას ადგილზე ჯარისკაცები დახვდნენ. მიუხედავად განწირული მცდელობისა, ბიჭის დაჭერა მესაზღვრეებმა მაინც მოახერხეს.

ესპანეთის მთავრობის განცხადებით, ბოლო დღეებში სეუტაში 8000-მდე მაროკოელმა მიგრანტმა ჩააღწია. მათ შორის 2000 მოზარდია. ისინი ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ, თუმცა მათი ორი მესამედი უკან დააბრუნეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system