თავში

მიქელანჯელოს ნამუშევარი ბაქტერიებით გაწმინდეს

მიქელანჯელოს ნამუშევარი ბაქტერიებით გაწმინდეს
მიქელანჯელოს ნამუშევარი ბაქტერიებით გაწმინდეს

რესტავრატორების და ბიოლოგების ჯგუფმა ფლორენციაში მედიჩების კაპელა გაწმინდა. მიქელანჯელოს ნამუშევარს ჭუჭყიანი ლაქები ბაქტერიების სხვადასხვა შტამების დახმარებით მოაშორეს. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times ავრცელებს.

ექსპერიმენტი აბსოლუტურად გასაიდუმლოებული იყო. რესტავრატორების თქმით, მშენებლობიდან უკვე 60 წლის თავზე სამრეკლოს ფასადი დაზიანდა. ამის მიზეზი ალესანდრო მედიჩის ნეშტი იყომ რომელიც იქ იყო დასვენებული. მათი თქმით, ამ დრომდე ლაქების მოცილება ვერ ხერხდებოდა.

ბიოლოგებმა ბაქტერიების 8 სახეობა შეარჩიეს და ისინი სამრეკლოში გაუშვეს. მანამდე მათ მცირე ზომის ზედაპირზე ტესტი ჩაატარეს. მათი თქმით, მიკროორგანიზმები ადამიანებისა და ძეგლებისთვის უვნებელია. ისინი წებოთი, ზეთითა და ფოსფატებით იკვებებიან, რომლებიც კაპელაში აღმოაჩინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system