
სამხრეთ აფრიკის კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების მინისტრი სტელა ნდაბენი-აბრაჰამსი, ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის დარღვევის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მინისტრის გათავისუფლება „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ფოტოს მოჰყვა.
განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მდუდუზი მანანამ სოციალურ ქსელში ფოტო დადო, სადაც კომუნიკაციების მინისტრი მასთან სადილად, სტუმრად იმყოფება.
Deleted Instagram Pic of Mdu Manana and Stella Ndabeni-Abrams violating the lockdown rules. #LockdownMzansi #Day11ofLockdown #21daysLockdownSA pic.twitter.com/fylVnjvw3T
— Manâs NOT Barry Roux (@AdvoBarryRoux) April 7, 2020
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სამხრეთ აფრიკაში სამკვირიანი კარანტინია გამოცხადებული. ქვეყანაში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების 1749 და გარდაცვალების 13 შემთხვევაა გამოვლენილი.
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი