თავში

მინსკში გამართულ "ქალების მარშზე" 11 ადამიანი დააკავეს

მინსკში გამართულ "ქალების მარშზე" 11 ადამიანი დააკავეს
მინსკში გამართულ ქალების მარშზე 11 ადამიანი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქში დღეს გამართულ საპროტესტო "ქალების მარშზე" 11 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის ადამიანის უფლებადამცველთა ცენტრი "ვესნა" ავრცელებს. 

ცენტრის ცნობით, დაკავებულთა ნაწილი უკვე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის არის ოპოზიციის აქტივისტი ნინა ბაგინსკაია, რომელიც ბელარუსში მიმდინარე აქციების სიმბოლოდ იქცა.  

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system