თავში

მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის საჯარო გამოსვლები 34 000 ევროდ გაიყიდა

​მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის საჯარო გამოსვლები 34 000 ევროდ გაიყიდა
მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის საჯარო გამოსვლები 34 000 ევროდ გაიყიდა

მიუნხენის აუქციონზე ნაცისტური გერმანიის ლიდერის ადოლფ ჰიტლერის პირადი ნივთები და მისი საჯარო გამოსვლების ხელნაწერები გაიყიდა. არტეფაქტების აუქციონზე გამოტანასთან დაკავშირებით იყო გარკვეული წინააღმდეგობა, რომ ისინი ნეონაცისტების ხელში არ მოხვედრილიყო, თუმცა აუქციონის მენეჯმენტის გაცხადებით, მსგავსი საფრთხე არ არსებობს. ვაჭრობისას რადიკალური მოძრაობის წარმომადგენლები არ დაფიქსირებულან, გარდა ამისა, მათ დიდი თანხის გადახდის ფუფუნება არა აქვთ, მსგავს მასალებზე მხოლოდ მდიდარ მუზეუმებსა და კოლექციონერებს მიუწვდებათ ხელი.

მიუხედავად მენეჯმენტის მსგავსი პოზიციისა, აუქციონზე ფიურერის მასალების მიმართ საკმაოდ მარალი ინტერესი და ძვირადღირებული ვაჭრობა დაფიქსირდა. 1939 წლის სიტყვით გამოსვლის "ებრაული პრობლემა" ხელნაწერი 34 000 ევროდ გაიყიდა. 1935 წლის საქველმოქმედო საღამოზე სიტყვით გამოსვლის ფრაგმენტები კი 12 500 ევროდ გაიყიდა.

აუქციონზე ასევე გამოტანილია გერმანული საშიფრი მანქანა Enigma, რომლის კოდის გატეხვაც ბრიტანელმა და პოლონელმა კრიპტოგრაფებმა შეძლეს და რამაც მეორე მსოფლიო ომის ბედი გადაწყვიტა. რელიკვიის წინასწარი ფასი, სავარაუდოდ 70 000 ევროა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system