თავში

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

​მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ახალ თავმჯდომარედ კანცლერ ანგელა მერკელის ყოფილი მრჩეველი და გერმანიის ყოფილი ელჩი გაერო-ში კრისტოფ ჰოისგენი აირჩიეს. ინფორმაციას MSC ავრცელებს.

უფლებამოსილების გადაცემა 2022 წლის თებერვალში, კონფერენციის დასრულების შემდეგ იგეგმება, რომელსაც 2008 წლიდან მისი თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი ბოლოჯერ უხელმძღვანელებს. ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ დარჩება.

"მოხარული ვარ, რომ ვიპოვე მემკვიდრე კრისტოფ ჰოისგენის სახით, რომელსაც მრავალი წლის შემდეგ, როგორც ფედერალური კანცლერის ოფისის საგარეო პოლიტიკის მრჩეველსა და შემდეგ გაერო-ს ელჩს ნიუ იორკში, მთელს მსოფლიოში შესანიშნავი კონტაქტები აქვს“, - განაცხადა იშინგერმა.

ჰოისგენმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში იშინგერმა MSC მსოფლიოში საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმად აქცია.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ყოველწლიურად, თებერვლის შუა რიცხვებში, მიუნხენში იმართება. ეს არის აზრთან გაცვლის აღიარებული პლატფორმა, რომელიც ერების ლიდერებს, პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, ბიზნესმენებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს.

2022 წელს კონფერენციის ჩატარება 18-20 თებერვალს იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system