თავში

მკაცრი კარანტინი შინაპატიმრობად ვერ ჩაითვლება - ევროსასამართლო

მკაცრი კარანტინი შინაპატიმრობად ვერ ჩაითვლება - ევროსასამართლო
მკაცრი კარანტინი შინაპატიმრობად ვერ ჩაითვლება - ევროსასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუმინელი ევროდეპუტატის კრისტიან-ვასილე ტერხოს სარჩელი, რომელიც მან რუმინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიტანა. დეპუტატი აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ მას გადაადგილების შეზღუდვით ფაქტობრივად თავისუფლება აღუკვეთა, რითაც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 სტატიის პირველი პუნქტი დაარღვია.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუმინეთის ხელისუფლების მიერ 2020 წლის 24 მარტიდან 14 მაისის ჩათვლით კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოცხადებული მკაცრი კარანტინი, რომელიც სახლიდან გასვლაზე გარკვეულ შეზღუდვებს გულისხმობდა, შინაპატიმრობად ვერ ჩაითვლება.

რუმინეთმა კოროპანდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი 15 მაისიდან დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system