თავში

მკვლელმა მკვლელი დაიქირავა, რომელმაც სხვა მკვლელს მიმართა, რომელმაც ასევე სხვა დაიქირავა...

მკვლელმა მკვლელი დაიქირავა, რომელმაც სხვა მკვლელს
მკვლელმა მკვლელი დაიქირავა, რომელმაც სხვა მკვლელს მიმართა, რომელმაც ასევე სხვა დაიქირავა...

უცნაური და სახალისო შემთხვევა მოხდა ჩინეთში, როდესაც 6 ადამიანი დააკავეს მკვლელის დაქირავებისთვის. მათი მიზანი ერთი ადამიანის მკვლელობა იყო, თუმცა საკუთარი ხელით დავალების შესრულებას გაურბოდნენ და უფრო იაფად ცდილობდნენ "ქილერის" დაქირავებას.

ისტორია 2013 დაიწყო, როდესაც  უძრავი სააგენტოს რეალტორმა ტან იოჰუიმ ნანინგიდან, კონკურენტის, მისტერ ვეის, თავიდან მოსაშორებლად დაქირავებულ მკვლელს სი გუანგანს მიმართა. მან მკვლელს 2 მილიონი იუანი ($282,000) გადაუხადა.

სიმ განიზრახა არ შეესრულებინა დავალება საკუთარი ხელით და თანხის ნახევარით მო ტიანშანგი დაიქირავა, რომელმაც თანხა იცოტავა და თავდაპირველ დამქირავებელს მიმართა, გაეზარდა თანხა 1 მილიონით. ტანმა უარი არ უთხრა, თუმცა ფულის გადახდას მხოლოდ ვეის მკვლელობის შემდეგ დაპირდა. 

ამასობაში, მომ იანგ კანგშენგს მიმართა, რომელსაც 270 000 იუანი მისცა და კიდევ 500 000 დაპირდა, თუ ის ვეის მოკლავდა. 

საინტერესოა, რომ, არც იანგ კანგშენგმა ისურვა ხელის გასვრა და აქ ახალი ფიგურანტი, იანგ გუანგშენგი ჩნდება, რომელსაც კანგშენგმა 200,000 იუანი  გადაუხადა ვეის მოსაკლავად და საქმის დასრულების შემდეგ კიდევ 500 000-ს დაპირდა. 

გუანგშენგმა ჩათვალა, რომ ამ საქმეს ლინგ სიანსიც გაართმევდა თავს, თანაც გაცილებით იაფად. მან ლინგს 100,000 იუანის ($14,000) გადახდას დაპირდა საქმის დასრულების შემდეგ.

ლინგმა ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ 100 000 იუანი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირდა, ამიტომ ვეისთან მივიდა და სცადა დაერწმუნებინა მისი სიკვდილი გაეყალბებინა. ვეიმ კი საბოლოოდ პოლიციას შეატყობინა.

ჩინეთის სასამართლომ ტანს 5 წლით, სის 4 წლით და 6 თვით, ორივე იანგს 3 წლით და 3 თვით, მოს 3 წლით და ლინგს 2 წლით და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system