თავში

Moderna-ს ვაქცინა ბუსტერისთვის ყველა კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს - FDA

​Moderna-ს ვაქცინა ბუსტერისთვის ყველა კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს - FDA
Moderna-ს ვაქცინა ბუსტერისთვის ყველა კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს - FDA

Moderna-ს "ბუსტერული" დოზა ანტისხეულების რაოდენობას ზრდის, თუმცა განსხვავება აცრამდე და მის შემდეგ დიდი არ არის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ Moderna მესამე დოზის გარეშეც საკმაოდ ეფექტურია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გაავრცელა დოკუმენტები, რომლებშიც Moderna-სთან დაკავშირებული კვლევებია მოყვანილი.

მეცნიერების განცხადებით, არსებული მონაცემები მეტყველებს, რომ Moderna-ს ვაქცინა არ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რომელის მესამე დოზად მისი გამოყენების შესაძლებლობა იძლევა.

მასალებში აღნიშნულია, რომ ეს, სავარაუდოდ, უკავშირდება იმას, რომ ვაქცინის პირველი ორი დოზა მაღალ ეფექტურობას ინარჩუნებს.

საბოლოო დასკვნას "ბუსტერებთან" დაკავშირებით აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტი მომავალ კვირას მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system