თავში

მოლდოვამ COVAX-ით ვაქცინები მიიღო

​მოლდოვამ COVAX-ით ვაქცინები მიიღო
მოლდოვამ COVAX-ით ვაქცინები მიიღო

მოლდოვამ 4 მარტს პლატფორმა COVAX-ით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ NewsMaker ავრცელებს.

ბრიტანულ-შვედური AstraZeneca-ს 14 400 დოზას აეროპორტში ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ, ევროკავშირის ელჩი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, იუნისეფისა და გაერო-ს წარმომადგენლები დახვდნენ.

მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ევროპაში პირველი გახდა, რომელმაც ვაქცინები COVAX-ის მეშვეობით მიიღო.

ჯამში ქვეყანა პლატფორმის მეშვეობით AstraZeneca-ს 156 000 დოზას და Pfizer/BioNTech-ის 24 500 დოზას მიიღებს. გარდა ამისა მოლდოვა იმედოვნებს, რომ ვაქცინების გარკვეულ ნაწილს ჰუმანიტარული დახმარების სახით პარტნიორი ქვეყნებიდან მიიღებს.

ვაქცინების პირველი პარტია, AstraZeneca-ს 21 600 დოზა კი მოლდოვამ რუმინეთისგან მიიღო. კლაუს იოჰანისი მოლდოვაში ვიზიტის დროს ქვეყანას 200 000 დოზას დაჰპირდა.

მოლდოვაში ვაქცინაცია 2 მარტს დაიწყო.

Worldometrs-ის ცნობით, მოლდოვაში კორონავირუსის 191,197 შემთხვევა დადასტურდა, 4,049 ადამიანი გარდაიცვალა, 168,801 - გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system