თავში

მოლდოვას ახალი მთავრობა ჰყავს

​მოლდოვას ახალი მთავრობა ჰყავს
მოლდოვას ახალი მთავრობა ჰყავს

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა, რომელსაც ნატალია გავრილიცა ხელმძღვანელობს. ინფორმაციას point.md ავრცელებს.

"პირობას ვდებ, რომ ჩვენ მუშაობას დაუყოვნებლივ შევუდგებით", - განაცხადა ახალმა პრემიერმა.

მთავრობაში 13 სამინისტრო იქნება და არა 9, როგორც ეს მანამდე იყო. ცალკე უწყებებად ჩამოყალიბდება ჯანდაცვის სამინისტრო, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, ტრანსპორტის სამინისტრო და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. აღდგება გარემოს დაცვის სამინისტროც.

საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ გახდა, თავდაცვის მინისტრი - ანატოლი ნოსატი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად ანა რევენკო დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system