თავში

მონღოლეთის პრემიერი საავადმყოფოს სკანდალის გამო გადადგა

მონღოლეთის პრემიერი საავადმყოფოს სკანდალის გამო გადადგა
მონღოლეთის პრემიერი საავადმყოფოს სკანდალის გამო გადადგა

მცირე საპროტესტო აქციების შემდეგ, მონღოლეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. პროტესტი ტელევიზიით გასულმა კადრებმა გამოიწვია, როდესაც ახლად ნამშობიარებ კოვიდინფიცირებულ ქალს ხელში ბავშვი ეჭირა, თვითონ კი მხოლოდ თხელი სამედიცინო ხალათი და სანდლები ეცვა. 

უხანააგინ ხურელსუხი, რომლის მონღოლი ხალხის პარტია უმრავლესობითაა წარმოდგენილი პარლამენტში ხუთშაბათს გადადგა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხალტმაგინ ბატულგა პოლიტიკური კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა. 

"პრეზიდენტმა ბატულგამ პოლიტიზირება მოახდინა ხალხის პროტესტისა და დააფინანსა დემონსტრაცია ჩემს წინააღმდეგ. ამის გამო, მე ყველანაირი ნდობა დავკარგე და მივიღე გადაწყვეტილება გადავმდგარიყავი, იმისთვის, რომ ქვეყნისთვის არეულობა ამერიდებინა თავიდან.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მე მჯერა, რომ პრეზიდენტი პასუხს აგებს. გარდა ამისა, მსურს ვთქვა, რომ ადამიანი, რომელიც უნდა იცავდეს მონღოლი ხალხის ინტერესებს, ასეთ ქმედებას არ უნდა სჩადიოდეს", - განაცხადა ხურელსუხმა.აქვე გეტყვით, რომ პრეზიდენტი და აწ უკვე ყოფილი პრემიერი უკვე დიდი ხანია პოლიტიკური ლიდერობისთვის იბრძვიან. სავარაუდოდ სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ივნისში საპრეზიდენტო არჩევნების დროს, თუმცა შესაძლოა ხურელსუხი მისი პარტიიდან გავლენიანმა ბიზნესმენმა ჩაანაცვლოს. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system