თავში

"მოსადის" ხელმძღვანელი აშშ-ში ირანის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს

​"მოსადის" ხელმძღვანელი აშშ-ში ირანის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართ
მოსადის ხელმძღვანელი აშშ-ში ირანის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს

ისრაელის დაზვერვის, "მოსადის" ხელმძღვანელი დავიდ ბარნეა აშშ-ის ეწვევა, სადაც აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გამართავს. ინფორმაციას Ynet ავრცელებს.

ბარნეა მათ თეირანის შესაბამისი ძალისხმევის შესახებ განახლებულ სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდის.

გასულ კვირას იშვიათ საჯარო გამოსვლაში ბარნეამ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება, მას ამის უფლებას არ მისცემენ.

ისრაელი ამტკიცებს, რომ სანქციების გამკაცრება თეირანის მიმართ სწორი გზაა.

ცნობისთვის, ირანმა ფორდოს ბირთვულ ობიექტეზე გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო. მედია წერს, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებს ზიანს მიაყენებს. როგორც მედია წერს, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები კი შიშობენ, რომ ამით ირანი ცდილობს, მოიპოვოს ბერკეტი მოლაპარაკების პროცესში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system