თავში

მოსკოვი 28 ოქტომბრიდან კარანტინზე იკეტება

​მოსკოვი 28 ოქტომბრიდან კარანტინზე იკეტება
მოსკოვი 28 ოქტომბრიდან კარანტინზე იკეტება

რუსეთის დედაქალაქი 28 ოქტომბრიდან კარანტინზე იკეტება. მოსკოვში შეწყდება თითქმის ყველა მომსახურე საწარმოს, მაღაზიის, სამთავრობო უწყების მუშაობა, გამოცხადდება არდადეგები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. განკარგულებას ხელი ქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა მოაწერა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

მერის ბრძანებით, ქალაქში 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ე.წ. არასამუშაო დღეები ცხადდება. ამ დროს რესტორნებსა და კაფეებს მუშაობა გატანისა და მიწოდების ფუნქციით შეეძლება. ქალაქში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება იკრძალება, თუმცა თეატრებსა და მუზეუმებს მუშაობის უფლება იმ პირობით აქვთ, რომ დაკავებულობის მაჩვენებელი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

ეს რეგულაციები მოსკოვის ოლქსაც ეხება.

ცნობისთვის, რუსეთში დღეს კორონავირუსის ორი ანტირეკორდი დაფიქსირდა. რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 036 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 227 389- მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 36 339-ით გაიზარდა და 8 131 164-ს მიაღწია. გარდაცვალებისა და გამოვლენილი ახალი შემთხვევების მიხედვით ორივე მაჩვენებელი რეკორდული გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system