თავში

მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი მიმდინარეობს - VIDEO

მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი მიმდინარეობს
მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი მიმდინარეობს - VIDEO

მოსკოვში, წითელ მოედანზე, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედრო აღლუმში 12 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 200-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა და 76 ვერტმფრენი და თვითმფრინავი მონაწილეობს.

ამასთან, ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავის საპატივსაცემოდ, მოსკოვში სადღესასწაულო ფეიერვერკი 16 პუნქტიდან გაეშვება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შაიგუმ განაცხადა, რომ მოსკოვის გარდა, გამარჯვების დღეს სამხედრო აღლუმები გაიმართება რუსეთის კიდევ 27 ქალაქში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system