თავში

მოწოდება ქარხნის საკვამურიდან: წადი, ვიდრე გვიან არ არის! - VIDEO

​მოწოდება ქარხნის საკვამურიდან: წადი, ვიდრე გვიან არ არის!
მოწოდება ქარხნის საკვამურიდან: წადი, ვიდრე გვიან არ არის! - VIDEO

ბელარუსში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პროტესტის ორიგინალურ ფორმას მიმართა და ლუკაშენკოს გადადგომისკენ ქარხნის საკვამურიდან მოუწოდა.

ახალგაზრდა მამაკაცი მაღალი საწარმოს სახურავზე აღმართული საკვამურის ბოლოში აძვრა და ვიდეომიმართვა იქიდან ჩაწერა.

საწარმო "ატლანტის" თანამშრომელი ვიქტორ მანკევიჩი აცხადებს, რომ იგი პრეზიდენტად სვეტლანა ციხანოვსკაიას აღიარებს. მარტოხელა დემონსტრანტს ხელში წითელ-თეთრ ფერებში დროშა - ლუკაშენკოს წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო უჭირავს.

"თქვენ უნდა გააკეთოთ განცხადება გადადგომის შესახებ. თქვენ უნდა შეაჩეროთ ძალადობა და გაათავისუფლოთ ყველა პოლიტიკური პატიმარი. ნუ დაანგრევთ ჩვენს ქვეყანას. თუ თქვენში დარჩა რამე ადამიანური, თუ თქვენ მართლა გული შეგტკივათ ბელაურსზე, წადით, წადით ახლავე, ვიდრე გვიან არ არის".

ვიდეოს "ტვიტერში" განთავსებიდან მალევე მამაკაცი დააკავეს.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალ სამართლიან არჩევნებს მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system