თავში

მოზარდებში ფსიქიკურმა პრობლემებმა იმატა

მოზარდებში ფსიქიკურმა პრობლემებმა იმატა
მოზარდებში ფსიქიკურმა პრობლემებმა იმატა

კორონავირუსის დაწყებიდან დღემდე ევროპაში ფსიქიკური პრობლემებით მოზარდების რიცხვი 80%-ით გაიზარდა. 

მსგავსი ტენდენციები შეინიშნება ბელგიაში. ბრიუსელის ერაზმუსის საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ხელმძღვანელის მარი დელჰაის განცხადებით, 2020 წლის სექტემბრიდან ფსიქიატრებთან მიმართვიანობა 3-ჯერ გაიზარდა. ექიმების განცხადებით, მოზარდები სულ უფრო მეტად უჩივიან მოტივაციის დაკარგვას და სწავლა და სკოლაში სიარული აღარ აინტერესებთ.

ექიმების თქმით, კორონაპანდემიის დროს განსაკუთრებით შემდეგმა დაავადებებმა იჩინა თავი: ანორექსია, პარანოია, დევნის მანია. " ჩვენ გვყავს ახალგაზრდები, რომელთაც 20 კილო დაიკლეს და მათი მშობლები ამას ვერ აცნობიერებენ. მოზარდების გარკვეულ ჯგუფს სერიოზული დეპრესია და ფსიქოზი აწუხებს. ზოგიერთი დევნის მანიით, ან პარანოიით არის შეპყრობილი", - აცხადებენ ექიმები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system