თავში

მოზარდთა ჯგუფი 33 ქვეყანას სასამართლოში უჩივლა

​მოზარდთა ჯგუფი 33 ქვეყანას სასამართლოში უჩივლა
მოზარდთა ჯგუფი 33 ქვეყანას სასამართლოში უჩივლა

პორტუგალიელ მოზარდთა ჯგუფმა გადაწყვიტა, 33 ქვეყნის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რადგან ისინი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ დაპირებებს არ ასრულებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბავშვები ადამიანის უფლებების შესახებ კანონები მოჰყავთ და სურთ, აიძულონ ევროპელი პოლიტიკოსები, გლობალური დათბობის პრობლემას უფრო აქტიურად ებრძოლონ.

13 წლის ანდრე ოლივიერა მისი, მისი 16 წლის და მეგობრებმა მოქმედება გადაწყვიტეს, როდესაც დაინახეს, რა მასშტაბებს აღწევს პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი.

"ჩვენ 33 ქვეყანასთან გვაქვს დავა. ეს ცოტა საშიშია", - ამბობენ სოფია და ანდრე.

2017 წელს პორტუგალიაში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელმაც დაახლოებით 53 ათასი ჰექტარი მიწა გადაწვა, 66 ადამიანი დაიღუპა, 485 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. კატასტროფის მიზეზი კლიმატის ცვლილების გამო რეკორდული სიცხე გახდა. ექვსკაციანმა ჯგუფმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განცხადება შეიტანა.

სარჩელში 33 ქვეყანას ადანაშაულებენ იმაში, რომგლობალური დათბობის შედეგების თავიდან ასაცილებლად საკმარისს არ აკეთებენ. ბავშვები აცხადებენ, რომ ამით სახელმწიფოებმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, თავისუფლებისა და პიროვნების უსაფრთხოების უფლება დაარღვიეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system