თავში

მყინვარებში უძველესი, აქამდე უცნობი ვირუსები აღმოაჩინეს

მყინვარებში უძველესი, აქამდე უცნობი ვირუსები აღმოაჩინეს
მყინვარებში უძველესი, აქამდე უცნობი ვირუსები აღმოაჩინეს

მყინვარების დნობის შედეგად ძველი ვირუსები იღვიძებს. ამის შესახებ გამოცემა Science Alert წერს.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აშშ-სა და ჩინეთიდან ყინულებში ვირუსის ახალი სახეობები აღმოაჩინეს, რომელთა ასაკი 15 ათას წელს აღწევს.

ყინულის ბირთვები ტიბეტში მდებარე მყინვარიდან, 50 მეტრის სიღრმის ბურღვის შედეგად ამოიღეს. მათში სპეციალისტებმა ვირუსების 33 ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელთაგან 28 უცნობია. 

ამასთან, 18-ის ინფიცირებას ბაქტერიები ახდენენ, მათ შორის Methylobacterium, Sphingomonas და Janthinobacterium.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ გლობალური დათბობის გამო ყინულებიდან, შესაძლოა, ადამიანისთვის საშიში და აქამდე უცნობი ვირუსები გავრცელდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system