თავში

მყვინთავებმა მდინარეში მამონტის ძვალი იპოვეს

​მყვინთავებმა მდინარეში მამონტის ძვალი იპოვეს
მყვინთავებმა მდინარეში მამონტის ძვალი იპოვეს
© twitter.com/LaraGreenbergTV

აშშ-ში, ფლორიდას შტატში აკვალანგისტებმა ფსკერზე უძველესი მამონტის ძვალი იპოვეს. მისი წონა 22 კილოგრამს, ხოლო სიგრძე 1,2 მეტრს შეადგენდა. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

აღმოჩენა მოყვარული პალეონტოლოგების - დერეკ დიმიტრისა და ჰენრი სედლერის მიერ, მდინარე Peace-ის ფსკერის დათვალიერების დროს მოხდა ქალაქ არკადიასთან ახლოს.

ისინი მიიჩნევენ, რომ ძვალი კოლუმბიურ მამონტს ეკუთვნის, რომელიც ფლორიდაში 2,6 მილიონი წლის წინ გაჩნდა და 10 ათასი წლის წინ გადაშენდა. თუმცა, ნაპოვნი ძვლის ზუსტი ასაკის დადგენა საკმაოდ რთულია.

იმავე დღეს, მდინარეში აკვალანგისტებმა ასევე აღმოაჩინეს უძველესი ზვიგენის ძვლები და გადაშენებული ეშვებიანი ვეფხვის კბილები.

უძველესი ცხოველების აღმოჩენილი ნაწილები ფლორიდის ისტორიის მუზეუმშია გადატანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system