თავში

მყვინთავმა სუნთქვის გარეშე 24 წუთი და 33 წამი გაძლო - VIDEO

მყვინთავმა სუნთქვის გარეშე 24 წუთი და 33 წამი გაძლო - VIDEO
მყვინთავმა სუნთქვის გარეშე 24 წუთი და 33 წამი გაძლო - VIDEO

ხორვატმა მყვინთავმა, ბუდიმირ შობატმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. 54 წლის მამაკაცმა წყალში ჩაყვინთა და სუნთქვა 24 წუთისა და 33 წამის განმავლობაში შეიკავა. ამ შედეგით ბუდიმირმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და გინესის რეკორდსმენი კიდევ ერთხელ გახდა.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მცდელობისას მან ფილტვების ვენტილაციის პროცედურა გაიარა. ამ დისციპლინას "სტატიკურ აპნოეს" უწოდებენ. ბუდიმირი ჯერ ჟანგბადს სუნთქავს, შემდეგ კი წყალში სუნთქვას იჩერებს. 

პირველად მყვინთავის შესახებ 2018 წელს გახდა ცნობილი , როდესაც მან ესპანელ მყვინთავს ალექს სეგურუს აჯობა. მაშინ მან წყლის ქვეშ 24 წუთი და 11 წამი გაატარა.

მყვინთავმა რეკორდი შვილს მიუძღვნა, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონეა.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system