თავში

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა ცნობილია

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა ცნობილია
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა ცნობილია

2021 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში "ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვსა და ფილიპინური წარმოშობის ამერიკელ ჟურნალისტს მარია რესას გადაეცა. ამის შესახებ შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა.

ნობელის კომიტეტმა აღნიშნა პრემია მათ გადაეცა "აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ძალისხმევებისთვის, რაც დემოკრატიისა და მდგრადი მშვიდობის საწინდარია".

ეკონომიკის დარგში პრემიის ლაურეატს კი შვედეთის დედაქალაქში 11 ოქტომბერს დაასახელებენ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს ნობელის პრემიები გაიცემა იმ ქვეყნებში, სადაც ლაურეატები არიან და არა სტოკჰოლმში გამართულ ცერემონიაზე.

სტოქჰოლმში ცერემონია მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოებისთვის გაიმართება.

ნობელის პრემიის ლაურეატები 4-დან 11 ოქტომბრამდე გამოცხადდებიან, ჯილდოების გადაცემა კი 10 დეკემბერს, ნობელის კვირეულის ფარგლებში იგეგმება.

2020 წელს ნობელის პრემიების ფულადი ჯილდო გაიზარდა და 10 მილიონ შვედური კრონა (1,1 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს იმართება. სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა პრემიის დამაარსებელი შვედი ინჟინერი, ქიმიკოსი, გამომგონებელი და მრეწველი ალფრედ ბ. ნობელი. ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system