თავში

მსოფლიო პატრიარქმა ღვთისმსახურების შეჩერების კურთხევა გასცა - VIDEO

​მსოფლიო პატრიარქმა ღვთისმსახურების შეჩერების კურთხევა გასცა
მსოფლიო პატრიარქმა ღვთისმსახურების შეჩერების კურთხევა გასცა - VIDEO

ახლა პირადი და სოციალური პასუხისმგებლობის დროა“ - ეს განცხადება მსოფლიო პატრიარქმა, ბართოლომე  პირველმა გააკეთა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ეკლესია-მონასტერში მარტის ბოლომდე ღვთისმსახურებისა და ნებისმიერი რელიგიური რიტუალის შეჩერების კურთხევა გასცა.

მსოფლიო პატრიარქის განცხადებით, საეკლესიო გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულება ეკლესიებში ნებისმიერი რელიგიური მსახურების, ღონისძიებისა და ცერემონიის შეჩერების შესახებ ყველა საპატრიარქომ მიიღო. გამონაკლისი მხოლოდ ეკლესიაში ინდივიდუალური ლოცვაა.

მსოფლიო საპატრიარქოს ღვთისმსახურებს საეკლესიო მსახურების ჩატარების უფლება აქვთ, თუმცა მრევლის გარეშე.

მსოფლიო პატრიარქმა უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ პანდემიის შესაჩერებლად გატარებული რადიკალური ზომები ქრისტიანულ რწმენას აზიანებს. 

"სასწორზე დევს არა რწმენის, არამედ ადამიანის სიცოცხლის საკითხი", - განაცხადა პატრიარქმა. 

ბართოლომე პირველმა მორწმუნეებს სახლში დარჩენისა და ლოცვების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system