თავში

მსოფლიო პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსოფლიო პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა
მსოფლიო პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მსოფლიო პატრიარქს, ბართლომე I-ს მორიგი გეგმური ტესტირების დროს Covid-19 ვირუსი დაუდასტურდა. პატრიარქი სრულად ვაქცინირებულია და მას დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვს.

პატრიარქმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც წუხს მისი ჯანმრთელობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, დაიცვას ექიმების რეკომენდაციები და აიცრას. 

იხილეთ მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, რომელიც მსოფლიო საპატრიარქომ ქართულ ენაზეც გამოაქვეყნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system