თავში

მსოფლიო საზოგადოებამ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს - მევლუთ ჩავუშოღლუ

მსოფლიო საზოგადოებამ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას
მსოფლიო საზოგადოებამ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს - მევლუთ ჩავუშოღლუ

მსოფლიო საზოგადოებამ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს, - ამის შესახებ ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. 

მისი თქმით, თურქეთი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის მომხრეა.

"აზერბაიჯანმა მიაღწია საკუთარი მიწების ოკუპაციისგან გათავისუფლებას. ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, „სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში იზოლირებული იყო რეგიონული თანამშრომლობისგან უნდა გამოიტანოს დასკვნა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან და გააჩენს საშუალებას, რომ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს“.

ჩავუშოღლუს თქმით, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაცია ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე განიხილება. მისი თქმით, ანტალიაში სომხეთის წარმომადგენლებიც არიან მოწვეულები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system