თავში

მსოფლიომ პანდემიას დაგვიანებით უპასუხა - ჯანმო

​მსოფლიომ პანდემიას დაგვიანებით უპასუხა - ჯანმო
მსოფლიომ პანდემიას დაგვიანებით უპასუხა - ჯანმო

ერთი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გამოცემა La Tribuna-სთან ინტერვიუში გაიხსენა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის 30 იანვარს ორგანიზაციის სპეციალისტებმა განგაში ატეხეს და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, თებერვალში კი ამ თემაზე ყოველდღიური პრესკონფერენციები დაიწყო.

"ჩვენ ვაგრძელებდით გაფრთხილებას, რომ მსოფლიოს შესაძლებლობების ვიწრო ფანჯარა აქვს იმისთვის, რომ პოტენციური პანდემია თავიდან აიცილოს", - განაცხადა გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ერთი წლის თავზე მსოფლიომ პანდემიასთან ბრძოლაში წინ წაიწია, თუმცა იმის გამო, რომ მათ გაფრთხილებაზე ყველა ქვეყანამ ოპერატიული რეაგირება არ გამოავლინა, ბევრი ადამიანი დაშავდა.

გებრეისუსი თქმით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს ის პროგრესი, რაც პანდემიასთან წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია.

”ჩვენ აქამდე მოვედით, ამდენი ტანჯვა გადავიტანეთ და ამდენი დავკარგეთ. ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი არ უნდა დავკარგოთ“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system