თავში

მსოფლიოს ბალეტის თეატრები პირდაპირ ტრანსლაციას დაიწყებენ

მსოფლიოს ბალეტის თეატრები პირდაპირ ტრანსლაციას დაიწყებენ
მსოფლიოს ბალეტის თეატრები პირდაპირ ტრანსლაციას დაიწყებენ

29 ოქტომბერს 26 ქვეყნის 32 კომპანია მონაწილეობას მიიღებს გრანდიოზულ ღონისძიებაში, რომელიც ბალეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება.

მსოფლიოს წამყვანი საბალეტო დასები პირდაპირ ეთერში საუკეთესო ნაწარმოებს წარმოადგენს და მაყურებელს კულისების მიღმა მიმდინარე პროცესებსაც აჩვენებს.

ონლაინ-ტრანსლაციები თეატრების Facebook-სა და YouTube-არხებზე, ასევე Tencent-ის პლატფორმებზე გაიმართება.

საბალეტო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ წელს მაყურებელს ექნება საშუალება ნახოს, როგორ ეგუება თეატრები COVID-19-თან დაკავშირებულ რეგულაციებს.

ამასთან, წარმოდგენილი იქნება ექსკლუზიური ინტერვიუები მსოფლიოში ცნობილ მოცეკვავეებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system