თავში

მსოფლიოს ბავშვებში საშიში დაავადების გავრცელება ელოდება - ჯანმო

მსოფლიოს ბავშვებში საშიში დაავადების გავრცელება ელოდება - ჯანმო
მსოფლიოს ბავშვებში საშიში დაავადების გავრცელება ელოდება - ჯანმო

COVID-19 პანდემიის გამო 2020 წელს 22 მილიონზე მეტმა ბავშვმა წითელას ვაქცინის ორი დოზიდან პირველი გამოტოვა, რაც ამ დაავადების გავრცელების რისკს ზრდის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ერთობლივ ანგარიშშია აღნიშნული.

"2020 წელს 22 მილიონზე მეტმა ბავშვმა წითელას ვაქცინის პირველი დოზა გამოტოვა. ეს 2019 წელთან შედარებით 3 მილიონით მეტია, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს და აფეთქებების გაჩენისთვის საშიშ პირობებს ქმნის“, - აცხადებენ ექსპერტები.

მათი თქმით, ვაქცინის მეორე დოზა ბავშვების მხოლოდ 70%-მა მიიღო, რაც მოსახლეობის დასაცავად საჭირო იმუნიზაციის 95%-ზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს წითელას 80%-ით ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე 2019 წელს, წითელას საერთო ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობა მსოფლიოში შესუსტდა.

"წითელას სუსტი მონიტორინგი, ტესტირება და დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლება საფრთხეს უქმნის ქვეყნების უნარს, ამ უაღრესად გადამდები დაავადების გავრცელება თავიდან აიცილონ“, - აცხადებენ სპეციალისტები.

მათი თქმით, დაავადების მსხვილი აფეთქებები 26 ქვეყანაში დაფიქსირდა. COVID-19-ის პანდემიის გამო ვაქცინაციის კამპანიები 23 ქვეყანაში გადაიდო.

”უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რაც შეიძლება მალე ჩატარდეს. თუმცა, ეს მოითხოვს ახალ რესურსებს, რათა ძირითადი ვაქცინაციის პროგრამები არ დაზარალდეს”, - აღნიშნეს სპეციალისტებმა.

მათი თქმით, გეგმიური ვაქცინაციები დაცული და გაძლიერებული უნდა იყოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system