თავში

მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს ინტერნეტით არასოდეს უსარგებლია

​მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს ინტერნეტით არასოდეს უსარგებლია
მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს ინტერნეტით არასოდეს უსარგებლია

2,9 მილიარდ ადამიანს - ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 37%-ს - ინტერნეტი არასოდეს გამოუყენებია. ამის შესახებ გაერო-ს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ანგარიშშია აღნიშნული.

ამ 2,9 მილიარდიდან 96% განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს.

ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 2021 წელს 4,9 მილიარდამდე გაიზარდა. 2019 წლის კი დაახლოებით 4,1 მილიარდს შეადგენდა.

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა პანდემიის დროს მიღებული ზომებით იყო გამოწვეული, რომელთა შორის "ლოქდაუნები" და სკოლების დახურვა იყო. მოსახლეობას ბევრი სერვისის მიღება ონლაინ უწევდა. პანდემიის პირველ წელს ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი მთელ მსოფლიოში 10%-ზე მეტით გაიზარდა, რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი წლიური ზრდა გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system