თავში

მსოფლიოში 24 საათში COVID-19-ით 535 928 ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიოში 24 საათში COVID-19-ით 535 928 ადამიანი დაინფიცირდა
მსოფლიოში 24 საათში COVID-19-ით 535 928 ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა. გასულ დღეს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით 535 928-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 100 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 8,1 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 5,5 მილიონი კოვიდინფიცირებული.

გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით 7 246-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,198,116 ადამაინი ემსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 45,4 მილიონს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system