თავში

მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვმა 15 მილიონს გადააჭარბა

​მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვმა 15 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვმა 15 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 15 მილიონს გადააჭარბა. ასეთ მონაცემები მსოფლიო სტატისტიკის, Worldometer-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

22 ივლისის მონაცემებით, COVID-19 მსოფლიოში 15 097 696 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის შედეგად 619 561 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირების მაჩვენებლების მიხედვით ლიდერთა სამეულში აშშ, ბრაზილია და ინდოეთი შედიან.

აშშ-ში კორონავირუსის 4 028 569 შემთხვევა ფიქსირდება, 144 953 ადამიანი გარდაიცვალა.

მეორე ადგილზეა ბრაზილია 2 166 532 შემთხვევით, გარდაცვლილია 81 597 პაციენტი.

ინდოეთი მესამე ადგილს იკავებს. აქ COVID-19-ის 1 194 085 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიას 28 770 ადამიანი ემსხვერპლა.

მეოთხე ადგილზეა რუსეთი, ათეულში კი შედიან: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, პერუ, მექსიკა, ჩილე, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები ჩინეთში, კერძოდ ქალაქ ვუჰანში, ზღვის პროდუქტების ბაზრობის მახლობლად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთის მთავრობას მოსახლეობისათვის დაავადების რისკების შესახებ დეკემბრის ბოლომდე არ უცნობებია. ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფექციის თაობაზე მხოლოდ 31 დეკემბერს ეცნობა. თუმცა, მკვლევარების აზრით, დეკემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამას მთავრობა ამჟღავნებდა და დაავადებულთა რიცხვი კი 1 000-ს აჭარბებდა.

ინფექცია ქალაქ ვუჰანიდან სწრაფად გავრცელდა ჩინეთში, ხოლო შემდგომ უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. იანვრის ბოლოს, ეპიდემია უკვე 26 ქვეყანაში იყო გავრცელებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system