თავში

მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვმა 17 მილიონს გადააჭარბა

​მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვმა 17 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვმა 17 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 17 მილიონს გადააჭარბა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17,031,281-ს აღწევს. COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 667,060-ს მიაღწია.

ინფიცირების მაჩვენებლების მიხედვით ლიდერთა სამეულში აშშ, ბრაზილია და ინდოეთი შედიან.

აშშ-ში კორონავირუსის 4,426,982 შემთხვევა ფიქსირდება, 150,713 ადამიანი გარდაიცვალა.

მეორე ადგილზეა ბრაზილია 2,552,265 შემთხვევით, გარდაცვლილია 90,134 პაციენტი.

ინდოეთი მესამე ადგილს იკავებს. აქ COVID-19-ის 1,581,963 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიას 34,955 ადამიანი ემსხვერპლა.

მეოთხე ადგილზეა რუსეთი, ათეულში კი შედიან: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მექსიკა, პერუ, ჩილე, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი.

უნივერსიტეტის მონაცემებით ეპიდემია 188 ქვეყანაშია გავრცელებული.

ამასთან, კორონავირუსისგან მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ადამიანი მეტი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები ჩინეთში, კერძოდ ქალაქ ვუჰანში, ზღვის პროდუქტების ბაზრობის მახლობლად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთის მთავრობას მოსახლეობისათვის დაავადების რისკების შესახებ დეკემბრის ბოლომდე არ უცნობებია. ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფექციის თაობაზე მხოლოდ 31 დეკემბერს ეცნობა. თუმცა, მკვლევარების აზრით, დეკემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამას მთავრობა ამჟღავნებდა და დაავადებულთა რიცხვი კი 1 000-ს აჭარბებდა.

ინფექცია ქალაქ ვუჰანიდან სწრაფად გავრცელდა ჩინეთში, ხოლო შემდგომ უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. იანვრის ბოლოს, ეპიდემია უკვე 26 ქვეყანაში იყო გავრცელებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system