თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 16 მილიონი ადამიანია ინფიცირებული

მსოფლიოში COVID-19-ით 16 მილიონი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიოში COVID-19-ით 16 მილიონი ადამიანია ინფიცირებული

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16,046,986-ს აღწევს. 

ინფიცირებულთა მაჩვენებლით პირველ ადგილს აშშ იკავებს, სადაც COVID-19-ის 4,17 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევები  2,39 მილიონს აღწევს, ინდოეთში 1,38 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, რუსეთში გამოვლენილია 806,7 ათასი შემთხვევა, სამხრეთ აფრიკაში -  434,2 ათასი.

უნივერსიტეტის მონაცემებით ეპიდემია 188 ქვეყანაშია გავრცელებული.

მსოფლიოში COVID-19-ისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 644,528-ს მიაღწია. გარდაცვალების უმეტესობა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, სადაც დაავადებას 146,4 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ბრაზილიაში 86,4 ათასი, დიდ ბრიტანეთში 48,8 ათასი, მექსიკაში 42,6 ათასი, ხოლო იტალია გარდაცვლილია 35,1 ათასი ადამიანი.

ამასთან, კორონავირუსისგან მსოფლიოს მასშტაბით 9,26 მილიონი ადამიანზე მეტი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system