თავში

მსოფლიოში COVID-19-ს 4 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში COVID-19-ს 4 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიოში COVID-19-ს 4 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსს 4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება აშშ-ში (616,440), ბრაზილიაში (496,172), ინდოეთში (383,521), რუსეთსა (127,992) და მექსიკაში (230,792). 

ამ 5 ქვეყანაზე COVID-19-ის სიკვდილიანობის დაახლოებით 50 პროცენტი მოდის. ამავდროულად, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, პერუში, უნგრეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩეხეთსა და გიბრალტარში ფიქსირდება.

მსოფლიოში კორონავირუსით, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, 178 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

Worldometer-ის მონაცემებით,18 ივნისის დილის მონაცემებით, COVID-19-ს 3,85 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system