თავში

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა

Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 58,494,801-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 12,450,666 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 9,095,908 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 6,052,786 კოვიდინფიცირებული.

მეოთხე ადგილზე რუსეთი საფრანგეთმა ჩაანაცვლა (2,127,051). მილიონზე მეტი შემთხვევაა რუსეთში (2,064,748), ესპანეთში (1,589,219), დიდ ბრიტანეთში (1,493,383), იტალიაში, (1,308,528), არგენტინაში, (1,366,182), კოლუმბიასა (1,240,493) და მექსიკაში (1,032,688).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,386,570 ადამიანი ემსხვერპლა. 40,467,952 გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system