თავში

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა

​მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა

Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 64,195,158-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 14,108,490 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 9,499,710 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 6,388,526 კოვიდინფიცირებული.

მეოთხე ადგილზე რუსეთი დაბრუნდა (2,322,056). მილიონზე მეტი შემთხვევაა საფრანგეთში (2,230,571), ესპანეთში (1,673,202), დიდ ბრიტანეთში (1,643,086), იტალიაში (1,620,901), არგენტინაში (1,432,570), კოლუმბიაში (1,324,792), მექსიკასა (1,122,362) და გერმანიაში (1,085,661).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,486,841 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 44,442,784 გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system