თავში

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა

​მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა

Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 65,536,642-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 14,535,196 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 9,571,780 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 6,487,516 კოვიდინფიცირებული.

მეოთხე ადგილზე რუსეთი დაბრუნდა (2,375,546). მილიონზე მეტი შემთხვევაა საფრანგეთში (2,257,331), ესპანეთში (1,693,591), დიდ ბრიტანეთში (1,674,134), იტალიაში (1,664,829), არგენტინაში (1,447,732), კოლუმბიაში (1,343,322), მექსიკაში, (1,144,643) გერმანიაში (1,128,742), პოლონეთსა (1,028,610) და ირანში (1,003,494).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,511,919 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 45,377,278 გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system