თავში

მსოფლიოში მარჯნების მასობრივი დახოცვა დაფიქსირდა

​მსოფლიოში მარჯნების მასობრივი დახოცვა დაფიქსირდა
მსოფლიოში მარჯნების მასობრივი დახოცვა დაფიქსირდა

2009 წლიდან 2018 წლამდე ოკეანეებმა მარჯნების დაახლოებით 14 პროცენტი დაკარგეს. ინფორმაციას The Guardian მარჯნის რიფის გლობალური მონიტორინგის ქსელის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეცნიერებმა მარჯნის რიფების მდგომარეობა გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ათ წელზე ნაკლებ დროში მსოფლიომ 11,7 ათასი კვადრატული მეტრი მარჯანი - ავსტრალიის ყველა ცოცხალი რიფის ფართობზე მეტი დაკარგა ანგარიშში 40 წლის განმავლობაში 73 ქვეყნის 300 პროფესიონალის მიერ შეგროვებული მონაცემებია წარმოდგენილი.

მეცნიერები მარჯნების მასობრივ დახოცვას მათი გაუფერულებით ხსნიან, რაც წყლის ტემპერატურის ზრდით არის გამოწვეული. 1998 წელს ერთ-ერთმა ასეთმა გაუფერულებამ ყველა მარჯნის 8 პროცენტის განადგურება (დაახლოებით 6,5 ათასი კვადრატული მეტრი) გამოიწვია, რაც ყველაზე დიდ უარყოფით გავლენას ინდოეთის ოკეანეში, იაპონიასა და კარიბის ზღვის აუზში მდებარე რიფებზე ახდენდა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილება მარჯნის კონსერვაციისთვის უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system