თავში

მსოფლიოში მწეველთა რიცხვი მცირდება - ჯანმო

მსოფლიოში მწეველთა რიცხვი მცირდება - ჯანმო
მსოფლიოში მწეველთა რიცხვი მცირდება - ჯანმო

მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი 2015 წლის 1,32 მილიარდიდან 2019 წელს 1,3 მილიარდამდე შემცირდა. ინფორმაციას UN News ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2025 წლისთვის მწეველთა რიცხვი 1,27 მილიარდამდე შემცირდება.

ჯანმო-ს ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ეს მაჩვენებლები ძალიან დამაიმედებელია, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.

"ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და თამბაქოს კომპანიები გააგრძელებენ ყველა ხრიკის გამოყენებას, რათა უზარმაზარი მოგება დაიცვან, რომელსაც ისინი თავიანთი სასიკვდილო საქონლის გავრცელებით იღებენ", - განაცხადა ტედროსმა.

ჯანმო-ს უახლესი მონაცემებით, თამბაქოს ინდუსტრია კორონავირუსის (COVID-19) პანდემიას 80 მთავრობაზე გავლენის გასაძლიერებლად იყენებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system