თავში

მსოფლიოში პროდუქტების ფასები რეკორდულად იზრდება

მსოფლიოში პროდუქტების ფასები რეკორდულად იზრდება
მსოფლიოში პროდუქტების ფასები რეკორდულად იზრდება

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებმა განაცხადეს, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასი ზედიზედ მე-11 თვეა იზრდება. 2014 წლის მაისის შემდეგ წელს სასურსათო პროდუქტებზე მაქსიმალური ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ცნობილია, რომ მარტის თვესთან შედარებით სურსათის საერთაშორისო ფასების ცვლილება 1,7%-ით მეტია.

ექპერტების თქმით, შაქარზე ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა, რაზეც გავლენა იქონია ბრაზილიაში მოსავლის შეფერხებამ და საფრანგეთში ყინვებმა. მარტთან შედარებით შაქრის ფასი 3.9% -ით, ხოლო 2020 წლის აპრილიდან 60%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ბაზარზე გაზრდილია მცენარეული ზეთის, საქონლის ხორცის, რძის ნაწარმისა და ბურღულეულის ფასებიც.

FAO- ს ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ახალი შეფასებით, მომავალი სეზონის განმავლობაში მოსალოდნელია ხორბალზე ფასების ზრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system