თავში

მსოფლიოში წითელათი სიკვდილიანობის შემთხვევები იზრდება

​მსოფლიოში წითელათი სიკვდილიანობის შემთხვევები იზრდება
მსოფლიოში წითელათი სიკვდილიანობის შემთხვევები იზრდება

წითელათი სიკვდილიანობის შემთხვევები 1 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 20 000--ით გაიზარდა. კვლევის შედეგებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.

დოკუმენტში მოყვანილი მონაცემების თანახმად, 2018 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ანგარიშის შედეგებზე დაყრდნობით, წლის განმავლობაში, ოფიციალურად, წითელას 353 236 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ორგანიზაცია შიშობს, რომ დაავადების გავრცელების რეალური მასშტაბები გაცილებით უფრო დიდია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევით, 2018 წელს წითელას 9 მილიონ 769 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 142,3 თასი ადამიანი გარდაიცვალა.

2000 წელთან შედარებით, დღემდე ვირუსული ინფექციის გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირებულია. წითელას გამოვლენა შემცირებულია 3-ჯერ და სიკვდილიანობის შემთხვევები - 4-ჯერ, თუმცა 2017 წელთან შედარებით, ეს მონაცემები მნიშვნელოვნად გაზრდილია. 2018 წელს 2 მილიონი ადამიანით მეტი დაინფიცირდა და 20 000-ით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე 2017 წელს.

წითელას გავრცელების ყევლაზე მეტი შემთხვევა კონგოში, ლიბერიაში, სომალიში, უკრაინასა დ მადაგასკარში დაფიქსირდა. ამ ხუთ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წითელას შემთხვევების ნახევარი მოდის. ვირუსული ინფექციით დაღუპულთა დიდი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ წითელას კონტროლი და პრევენცია ადვილია ვაქცინაციის გზით, თუმცა ეს პროცესი შეფერხებულია. 2018 წელს ბავშვების 86%-მა მხოლოდ პირველი აცრა გაიკეთა, მაშინ, როდესაც წითელას აფეთქების პირობებში, მოზარდების 95%-ს ორი აცრა უნდა ჰქონდეს გაკეთებული.

წითელა მძიმე ვირუსულ-ინფექციური დაავადებაა, რომელიც სიბრმავესა და ტვინის შეშუპებას იწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system