თავში

მსოფლიოში უდიდესი ტელესკოპი კოსმოსურ მისიაში გაეშვა

მსოფლიოში უდიდესი ტელესკოპი კოსმოსურ მისიაში გაეშვა
მსოფლიოში უდიდესი ტელესკოპი კოსმოსურ მისიაში გაეშვა

$10 მლრდ დოლარად შეფასებული ჯეიმს უების ტელესკოპმა დატოვა დედამიწა და გაემგზავრა მისიაზე კოსმოსში პირველყოფილი ვარსკვლავების გადასაღებად. კოსმოსური ობსერვატორია ღია სივრცეში რაკეტა Ariane-ს საშუალებით გავიდა, რომელიც საფრანგეთის გვიანაშია განთავსებული. 

მისი ფრენა ორბიტაზე ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უები, რომელსაც აპოლონის მთვარეზე დაშვების ერთ-ერთი შემოქმედის სახელი ეწოდა, ჰაბლის ტელესკოპის მემკვიდრეა. მასზე კანადის, ევროპისა და აშშ-ს კოსმოსური საააგენტოს ინჟინრებმა იმუშავეს და ის 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე შექმნილი ნებისმიერი სხვა ტელესკოპი.პროექტზე ათასობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გასული 30 წლის განმავლობაში მუშაობდა.

"ვები არაჩვეულებრივი მისიაა. ეს აის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია, როდესაც ოცნებებს საზღვრები არ აქვს და თვლი, რომ დიდი წარმატება დიდ რისკს მოითხოვს", -განაცხადა კოსმოსური სააგენტოს ადმინისტრატორმა ბილ მელსონმა.

ახალი საფრენი ობიექტის შესაძლებლობები მიდ 6.5 მ სიგანის ოქროს სარკეზეა დაფუძნებული, რომელიც თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე ჰაბლის ამრეკლი. გაფართოებული ოპტიკა ზემგრძნობიარე ინსტრუმენტებთან ერთად ასტრონომებს აძლევს საშუალებას უფრო ღრმად გაიხედონ კოსმოსში და დაინახონ უფრო მეტი, ვიდრე აქამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system