თავში

მსოფლიოში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია - ანტონიო გუტერეში

მსოფლიოში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია - ანტონიო გუტერეში
მსოფლიოში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია - ანტონიო გუტერეში

კორონავირუსის პანდემიის შედეგად საუკუნის განმავლობაში მსოფლიო ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ეს განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გააკეთა.

გაერო-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ახლა მსოფლიოს მდგომარეობის აღწერა ერთი სიტყვით არის შესაძლებელი -"სისუსტე".

"2 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა პანდემიის გამო და ჩვენ ასი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ვართ" - დასძინა მან.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა დაამატა, რომ პანდემიამ გამოავლინა მსოფლიოში ისეთი პრობლემები, როგორიცაა უთანასწორობა ხალხსა და ქვეყნებს შორის, კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების კრიზისების არასტაბილურობა. გუტერეში მსოფლიოს დიალოგისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

"მთავრობებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კერძო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და ქალაქებმა ერთად უნდა იმუშაონ" - თქვა მან.

გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ 2021 წელს მსოფლიოს უნიკალური შესაძლებლობა აქვს "სისუსტიდან მდგრადობისკენ გადავიდეს".

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ვაქცინების გავრცელების შეფერხებამ, ასევე კორონავირუსის ახალმა შტამებმა, შესაძლოა, COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა გაზარდოს. მან ქვეყნებს, რომლებმაც ვაქცინები შეიმუშავეს მოუწოდა, მნიშვნელოვნად გაზარდონ წამლების წარმოება და უზრუნველყონ მათი ხელმისაწვდომობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system