თავში

მსოფლიოში ვაქცინაციის ტურიზმის დანერგვა იგეგმება

​მსოფლიოში ვაქცინაციის ტურიზმის დანერგვა იგეგმება
მსოფლიოში ვაქცინაციის ტურიზმის დანერგვა იგეგმება

აშშ, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, მალდივის კუნძულები და კუბა მზად არის, აცრები არა მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს, არამედ უცხოელებსაც ჩაუტაროს. ამ ინიციატივამ ვაქცინაციის ტურიზმის იდეა გააჩინა. კუბა ვაქცინის ტურიზმს სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილად განიხილავს. კარიბის ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფოს განცხადებით, ვაქცინა Soberana 02-ის წარმატებით გამოცდის შემთხვევაში ისინი მზად არიან ლათინოამერიკელ და ამერიკელ ტურისტებს ადგილზე ვაქცინაცია შესთავაზონ.

კუბაში მოგზაურობის სარეკლამო რგოლებს უკვე თან ახლავს ვაქცინაციასთან დაკავშირებული განცხადება, სადაც ოკეანის სანაპიროს, მზიან პლაჟს, სასმელსა და ვაქცინას ერთდროულად არეკლამებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კუბას Soberana 02-ის 100 მილიონი დოზა ვაქცინა აქვს, რაც სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ტურისტის აცრის შესაძლებლობას იძლევა.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტურიზმი გრძელვადიანი ვერ იქნება, თუმცა ამ ეტაპზე, მოგზაურობის მსურველთა პირობებში, ის წარმატების მომტანი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system