თავში

მთავარი ქირურგი: აშშ-ში აქციებს Covid-19 - ის ახალი ტალღა მოჰყვება

​მთავარი ქირურგი: აშშ-ში აქციებს Covid-19 - ის ახალი ტალღა მოჰყვება
მთავარი ქირურგი: აშშ-ში აქციებს Covid-19 - ის ახალი ტალღა მოჰყვება

აშშ-ის მთავარი ქირურგი ჯერომ ადამსი, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, მოსახლეობას კორონავირუსის შესაძლო ახალი აფეთქების შესახებ აფრთხილებს.

ადამსის თქმით, იგი შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით. ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, Covid-19 დემონსტრანტებს შორის ძალიან ადვილად და სწრაფად გავრცელდება. ამას კი ახალი კლასტერები და ინფექციის გავრცელების ახალი ტალღა მოჰყვება.

იმ პირობებში, როდესაც პანდემიის პირველი ტალღა ჯერაც არ დასრულებულა, ყოველდღე ვირუსის 20 000-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება, ახალი აფეთქება ქვეყანაში ძალიან დამაზიანებელი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system