თავში

მულტფილმმა "სული" კინოკრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა

მულტფილმმა "სული" კინოკრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა
მულტფილმმა სული კინოკრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა

Pixar-ის ანიმაციურმა მხატვრულმა ფილმმა "სული" კინოკრიტიკოსებისგან მაღალი შეფასება - 100% მიიღო.

კინოკრიტიკოსებმა მულტფილმის შესახებ კომენტარები გააკეთეს.

"სული", ალბათ, არსებითად ყველაზე ამბიციური პროექტია, რომელიც Disney+- მა ოდესმე წამოიწყო, თანაც ის ფერადი ვიზუალითა და ნაზი სიბრძნით არის გაჯერებული", - ამბობს ჯეისონ სოლომონსი.

"სული" არა მხოლოდ სრულად შეესაბამება Pixar-ის წარმოუდგენლად მაღალ სტანდარტებს, არამედ წარმოადგენს საუკეთესო პროდუქტს, რომელიც გთავაზობთ: სილამაზეს, იუმორს, სულიერებას და დახვეწილ აზროვნებას", - ამბობს კლარის ლაფრეი.

"ჯაზის ზოგიერთი საუკეთესო კომპოზიციის მსგავსად, ის იყენებს ტრადიციულ სტრუქტურას, მაგრამ ამავდროულად აძლევს თავს მოულოდნელი იმპროვიზაციის საშუალებას და აკეთებს ამას ისე, რომ მოსალოდნელი დასასრულიც კი აბსოლუტურად სწორად გამოიყურება", - განაცხადა ერთ-ერთმა კინოკრიტიკოსმა.

"სულის" სიუჟეტი ასეთია: "თქვენ ოდესმე დაფიქრებულხართ, საიდენ ჩნდება თქვენი სურვილები, ოცნებები და ინტერესები? რა გხდის თქვენ იმათ ვინც ხართ? კინო თავის გზას ნიუ-იორკში დაიწყებს და კოსმოსურ განზომილებაში დაასრულებს, რომ ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხი გასცეს".

შეგახსენებთ, რომ მულტფილმი Soul Disney +-ის სტრიმინგის სერვისზე, 2020 წლის 25 დეკემბერს გამოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system