თავში

მზად ვარ, Tesla-ს აქციები გავყიდო და შიმშილის პრობლემა გადავჭრა - ილონ მასკი

მზად ვარ, Tesla-ს აქციები გავყიდო და შიმშილის პრობლემა გადავჭრა - ილონ
მზად ვარ, Tesla-ს აქციები გავყიდო და შიმშილის პრობლემა გადავჭრა - ილონ მასკი

ილონ მასკი, რომელიც მილიარდერთა სიის სათავეებშია, აცხადებს, რომ მზად არის მისი ფინანსური რესურსის ნაწილი დახარჯოს იმაზე, რომ კაცობრიობა შიმშილისგან იხსნას. 

Tesla-სა და SpaceX-ის თავკაცის თქმით, თუ WFP (World Food Programme) შეძლებს აუხსნას, როგორ შეიძლება 6 მილიარდი დოლარით შიმშილობის პრობლემა გადაიჭრას, ის მზად არის რომ ახლავე გაყიდოს Tesla-ს აქციები და მოაგვაროს ეს მნიშვნელოვანი საკითხი. 

"მაგრამ WFP-ს ფინანსური ანგარიში უნდა აიყოს ღია და დეტალური, რომ საზოგადოებას შეეძლოს ნახვა, თუ როგორ და რისთვის იხარჯება ჩემი ფული," - აღნიშნა ილონ მასკმა. 

ცნობისთვის გაეროს მსოფლიო სასურსათო ფონდის დირექტორმა ადრე მასკს მოუწოდა, რომ დახმარებოდა მსოფლიოს შიმშილის კატასტროფის დაძლევაში, რისთვისაც მისი ქონების 2%-იც კი საკმარისი იქნებოდა. 

საგულისხმოა, რომ ამ დროისთვის მასკის ქონება დაახლოებით 290 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system