თავში

ნახატი, რომელიც სამზარეულოში წლობით ეკიდა, 24 მილიონ ევროდ გაიყიდა

ნახატი, რომელიც სამზარეულოში წლობით ეკიდა, 24 მილიონ ევროდ გაიყიდა
ნახატი, რომელიც სამზარეულოში წლობით ეკიდა, 24 მილიონ ევროდ გაიყიდა

საფრანგეთის ქალაქ სანლისში XIII  საუკუნის იტალიელი მხატვრის, ჩიმაბუეს ნახატი 24,18 მილიონ ევროდ გაიყიდა. 

საუბარია ნახატზე, რომლის სახელწოდებაა „ქრისტეზე დაცინვა“. მისი ზომა 25,8х20,3 სანტიმეტრია. სურათი ქრისტეს ვნებებისადმი მიძღვნილი, 1280 წლით დათარიღებული დიპტიხის ნაწილია, რომელიც 8 ელემენტისგან შედგება. 

ნახატი საფრანგეთის ქალაქ კომპიენში მცხოვრები ერთ-ერთი მოხუცი ქალის სამზარეულოში წლების განმავლობაში ეკიდა. ტილოს მნიშვნელობა მხოლოდ გასულ თვეს გახდა ცნობილი, როდესაც ქალმა ის შესაფასებლად სპეციალისტებთან მიიტანა. ნახატის ახალი მფლობელის ვინაობა არ სახელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system