თავში

ნარკოკარტელის ახალი მომაკვდინებელი იარაღი - დრონი ასაფეთქებლით

ნარკოკარტელის ახალი მომაკვდინებელი იარაღი - დრონი ასაფეთქებლით
ნარკოკარტელის ახალი მომაკვდინებელი იარაღი - დრონი ასაფეთქებლით

მექსიკაში , მიკოაკანის შტატში ორი პოლიციელი დაიჭრა, როდესაც მათ წინააღმდეგ დრონები გამოიყენეს, რომლებსაც ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდათ მიმაგრებული.  ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

პოლიციელებზე იერიშის დროს, ორი საფრენი აპარატი იყო გამოყენებული. 

ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ თავდასხმის უკან კარტელი Jalisco New Generation Cartel (CJNG) დგას, რადგან გასულ წელს CJNG-ის ერთ-ერთი წევრის დაკავების დროს, მას ავტომობილში დრონები უპოვეს.

პოლიცია ფიქრობს, რომ საფრენ აპარატებზე მიმაგრებული ასაფეთქებელი ნარკოტიკების კარტელის ახალი მომაკვდინებელი იარაღია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system